Wednesday, April 27, 2011

<iframe src="https://docs.google.com/present/embed?id=dcbzpw6g_1cvjrb6gs" frameborder="0" width="410" height="342"></iframe>

Wednesday, April 6, 2011

მიწისძვრა



http://www.google.ge

მიწისძვრა

მიწისძვრის წარმოქმნა დედამიწის ზედაპირის რყევითი მოძრაობა იწვევს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ და გამანადგურებელ მოვლენას - მიწისძვრას.
მიწისძვრები ხდება დედამიწის ქერქში. დედამიწის გარეთა საფარი შედგება მოძრავი ქანებისაგან. ქანების მოძრაობა არ არის სწორი და თანამიმდევრული. ამ დროს აღინიშნება კუმშვითი და გამჭიმი ძაბვები. წნევა ქანებს აწვება და დედამიწის ზედაპირის რღვევას იწყებს დაგროვილი ენერგია სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრის სახით ვლინდება.
მიწისძვრის სიმძლავრე დამოკიდებულია მის ბუნებაზე და დედამიწის ზედაპირის მდგომარეობაზე. მიწა შეიძლება გაიხსნას, ამოიწიოს ან ჩაღრმავდეს. მთიან ადგილებში მიწისძვრამ შეიძლება გამოიწვიოს ზვავი ან მეწყერი, რომელსაც მოჰყვება გამდნარი ლავის მაგვარი თიხოვანი მასა. ხშირ შემთხვევაში, მეწყერის შედეგად, თიხოვანი და ქვიშიანი ნიადაგები ერევა ერთმანეთს და წარმოქმნის არამდგრად, მოძრავ ქანებს, ანუ ჭანჭრობს. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 1964 წლის ალასკის მიწისძვრის დროს.
გამანადგურებელი ბუნების ძალა
ბუნებრივი ძალებიდან მიწისძვრა ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელია. დიდი მასშტაბის მიწისძვრა შესაძლოა 10000-ჯერ მეტად დამანგრეველი იყოს, ვიდრე , მაგალითად, ატომური ბომბი, რომელიც 1945 წელს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩამოაგდეს. მიწისძვრის დროს დედამიწა თითქმის ისევე ირყევა, როგორც გემი ზღვაში. ზოგჯერ მიწის ზედაპირზე წარმოიქმნება მიწისძვრის, ანუ სეისმური ტალღები. 1906 წელს სან-ფრანცისკოს მიწისძვრის დროს, თვითმხილველების თქმით, გაჩენილი მიწის ტალღები 1 მეტრ სიმაღლეს აღწევდა. მიწისძვრის სიმძლავრის მიხედვით, მიწა შეიძლება ოდნავ ან ძლიერად შეირყეს, რის გამოც რელიეფი იცვლის ფორმას. მაგალითად, სან-ფრანცისკოში აღმოაჩინეს, რომ სან-ანდრეასის ნაპრალი 6 მეტრით იყო გადაადგილებული.
მიწისძვრების უმეტესობა გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში, მაგრამ ის შეიძლება გაგრძელდეს წუთით და ოდნავ მეტიც. მაგალითად, 1906 წლის სან-ფრანცისკოს მიწისძვრა მხოლოდ 40 წამი გაგრძელდა მაშინ, როდესაც 1964 წლის 24 იანვრის ალიასკის მიწისძვრა დედამიწას შვიდი წუთის განმავლობაში არყევდა. აქედან სამი საკმაოდ ძლიერი ინტენსივობის იყო.
ხშირად ძირითად მიწისძვრას თან სდევს შემდგომი ბიძგები. ყოველი მათგანი ნაკლებად ძლიერია წინანდელზე შედარებით. შემდგომ ბიძგებსაც შეუძლია დიდი ზიანის მიყენება. 1985 წელს ქალაქ მეხიკოში მომხდარმა მიწისძვრამ, მერკელის სკალის მიხედვით, 11 ბალი დააფიქსირა და ქალაქის ცენტრს დიდი ზიანი მიაყენა. მომდევნო დღეს შემდგომი ბიძგის ინტენსიობა 10 ბალს შეადგენდა და ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა. ორმა მიწისძვრამ 10000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მერკალის სკალა
დღესდღეობით, სეისმოლოგები უპირატესობას ანიჭებენ მერკალის სკალას, რომელიც 1902 წელს იტალიელმა სეისმოლოგმა მერკალმა გამოიგონა. მისი სკალა 12-ბალიანია და, დაახლოებით ასეთია:
2 ბალი: ძალიან სუსტი რხევები, ოდნავ შესამჩნევი.
5 ბალი: საკმაოდ ძლიერი რხევა, საგნები ირხევა და ძირს ვარდება, მინები იმსხვრევა.
7 ბალი: ძალიანძლიერი რხევა. სახურავებიდან ცვივა კრამიტი, ზიგიერთი შენობა იბზარება.
8 ბალი: უძლიერესი ძალიდ რხევა. სუსტი ნაგებობები, ძეგლები და კედლები იშლება.
10 ბალი: დამანგრეველი ძალის რხევა. შენობების უმრავლესობა ინგრევა. მიწა იბზარება. შეიძლება გამოიწვიოს ცუნამიც.
12 ბალი: კატასტროფული ძალიდ რხევა. დედამიწის რელიეფი იცვლება. წარმოიშვება ზედაპირული სეისმური ტალღები. უდიდეს მსხვერპლს და ზარალს იწვევს.
მიწისძვრის ზონები
მანამ, სანამ მიწისძვრის ბუნებას შეისწავლიდნენ, მეცნიერები ადგენდნენ სპეციალურ რუკებს, რომლებზეც აღნიშნავდნენ მიწისძვრის წარმოშობის ადგილება მისი სიხშირის მიხედვით, ანუ ადგენდნენ სეისმურ დარაიონებას. მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის წარმოშობისაგან დედამიწის არც ერთი უბანი არ არის დაცული, არსებობს ისეთი ზონები, სადაც იგი მეტად მოსალოდნელია. ასეთ ზონებს განეკუთვნება ვულკანური ზონები, ისეთები, როგორიცაა ე. წ. ”ცეცხლოვანი რკალი” წყნარ ოკეანეში.
მიწისძვრების განსაზღვრისა და პროგნოზების მეთოდების გაუმჯობესების შედეგად, დაიხვეწა სპეციალური სეისმური რუკებიც და შესაძლებელი გახდა მიწისძვრის აქტივობის უფრო დეტალური სურათის დახატვა.
1960-იან წლებში სეისმოლოგია უფრო მეტად განვითარდა. მეცნიერები ქმნიდნენ სპეციალური სეისმური სადგურების ქსელს და აკვირდებოდნენ მიწის ყველანაირ ვიბრაციას. შეჯამებული შედეგების სეისმური რუკები აჩვენებდნენ, რომ მიწისძვრების წარმოქმნის ყველაზე საშიში მონაკვეთები მდებარეობს ახლად წარმოქმნილი მთების, ვულკანებისა და დედამიწის ქერქში არსებული ნაპრალების ადგილებში.
მიღებული მონაცემებით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა თეორია, რომლის მიხედვით, დედამიწის 100 კმ-ის სიღრმის ქერქი და მისი შემდგომი ფენა – მანტია, დაყოფილია რვა ტექტონურ ფილად, რომლებიც განლაგებულია დედამიწის შიდა, ნაწილობრივ გამდნარ ფენაზე – ასთენოსფეროზე. დედამიწის ამ ნაწილის მუდმივი აქტივობა იწვევს ტექტონური ფილების მოძრაობას.
ნგრევის თავიდან აცილება
მართალია, არც ერთი ხსენებული მეთოდი არ არის სრულყოფილი, მაგრამ ისინი სეისმოლოგებს მიწისძვრის ბუნების უკეთ შესწავლაში ეხმარებიან. მეცნიერები ცდილობენ თავიდან აიცილონ მიწისძვრის შედეგად მოსალოდნელი ნგრევები. ბევრ მეცნიერს სწამს, რომ ხელოვნურად გამოწვეული უმნიშვნელო ბიძგებით შეიძლება დედამიწის ქანების განლაგების შეცვლა და კატასტროფული მიწისძვრის თავიდან აცილება.
მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა მიწისძვრის ზონების სრული ევაკუაცია. თუმცა დღევანდელ პირობებში, როდესაც დედამიწის მოსახლეობა დღითი დღე იზრდება, ეს შეუძლებელი ხდება. გამოთვლები გვიჩვენებს, რომ 2035 წლისათვის მიწისძვრების ზონების მთავარ ქალაქებში 600 მილიონი ადამიანი იქნება დასახლებული.
ამერიკის და იაპონიის არქიტექტორები აუმჯობესებენ მიწისძვრის გამძლე შენობების პროექტებს. ისინი შენდება სპეციალური დრეკადი მასალისაგან, მათი საძირკველი კი საშუალო სიდიდის რხევებს უძლებს.
თავდაცვითი ზომები
- ისეთ ქალაქებში, სადაც ხშირია მიწისძვრები, მაგალითად, სან-ფრანცისკოსა და ტოკიოში, ტარდება სპეციალური მოსამზადებელი კურსები, რომლებზეც მოსახლეობას უსაფრთხოების წესებს ასწავლიან.
- ბავშვებს საწოლებთან ყოველთვის უდევთ ფეხსაცმელების წყვილი და ფარანი, რათა საჭიროების შემთხვევაში ღამის სიბნელეში მოახერხონ თავის გადარჩენა.
- მიწისძვრის დროს უკეთესია თავშესაფარი იპოვოთ მაგიდის, ან კარების ჩარჩოს ქვეშ, რადგან ეს ისეთი ადგილია, რომელიც იშვიათად თუ ჩამოინგრევა. გარეთ გაქცევისას ნანგრევებში მოყოლის მეტი საშიშროება არსებობს.
- მიწისძვრით გამოწვეული ხანძრები უმალვე უნდა ჩაიქროს, რათა თავიდან ავიცილოთ მათი გავრცელება ბუნებრივი აირის წყაროებთან, რამაც შეიძლება აფეთქებები გამოიწვიოს.

მიწისძვრის შედეგები
ყველაზე საშიშ და დიდ ზიანს  მიწისძვრა აყენებს დიდ ქალაქებს.
1995 წლის 17 იანვარს, დილის 5 საათსა და 46 წუთზე იაპონიის ქალაქ კობეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მან უდიდესი ნგრევა გამოიწვია. სახლები ჩამოინგრა, ზოგი – გვერდზე გადაიხარა, ხიდები და გზები ისე დაინგრა, თითქოს ფიცრის ყოფილიყო, ხოლო რკინიგზა სრულიად განადგურდა. შენობების წაქცევის შედეგად, დაზიანდა ელექტროხაზების და გაზის მილები, რაც აფერხებდა მაშველების მუშაობას. დაღუპულთა რიცხვმა 5300 ადამიანს მიაღწია. ზოგი ნანგრევებში მოჰყვა, ზოგი კი მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ ხანძრებს შეეწირა.




საერთოდ მატერიალურმა ზარალმა 100 მილიონ დოლარს მიაღწია. თუმცა ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ იაპონიაში დიდი მასშტაბის მიწისძვრა მოხდებოდა, მაგრამ ეპიცენტრის ადგილი ვერ გამოიცნეს. მათი ვარაუდით, ეს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში უნდა მომხდარიყო.

http://www.google.ge